Sunday, May 10, 2015

დღე მეოთხე

ბუკლეტის მომზადება
გადმოვწერე ეროვნული სასწავლო გეგმა
გავეცანი მისწავლეთა ნიმუშებს

Sunday, March 24, 2013

სასწავლო პროექტი


          1.                 პროექტის სახელი
,,მოუშუშებელი ჭრილობები“
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით----სოფელ ჭეჭლის ისტორიის შექმნა
3.პროექტის სრული აღწერა
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები მოიძიებენ სოფლის შესახებ არსებულ ისტორიას,ნივთებს, გადაიღებენ ისტორიულ შენობებს (აქვე გადაიღებენ უახლესი ისტორიის ამსახველ ფოტოებს) გადაიღებენ სოფლის შემოგარენში არსებულ ნანგრევების ფოტოებს (ციხეები). მოაგროვებენ ინფორმაციას სოფლის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ.(აჭარლები, რაჭველები, სომხები.) მათი რაოდენობა, დასახლება სოფელში, დამხდურ მოსახლეობასთან ურთიერთობის პრობლემები პირველ დღეებში,ურთიერთობა დღეს.ინტერვიუების ჩაწერა სოფლის უხუცესებთან, გადაიღებენ მათ ფოტოებს.
4.    მონაწილეთა ასაკი .     12-15 წელი
5.პროექტის ხანგძლივობა.  2 თვე
6პროექტის შესაძლო აქტივობები.
 ინფორმაციის მოძიება და ანალიზი, ვებ გვერდის შექმნა,ინტერვიუების ჩაწერა,სურათების გადაღება
6.მოსალოდნელი შედეგები.
ბლოგი, ალბომი სოფლის ისტორიის შესახებ, რომელიც შეინახება სკოლაში. მისი ნახვა შეეძლება ყველას (სურვილის მიხედვით)
სარგებელი ყველასთვის:ბლოგის სტუმრები შეძლებენ სოფელ ჭეჭლის შესახებ საინტერესო ცნობების  მიღებას, სოფლის მომავალი თაობა შეძლებს არ დაივიწყოს სოფლის ტკივილიანი წარსული.
7.სამუშაო ენა. ქართული
8.საგანთა შორის კავშირი:ეროვნული სასწავლო გეგმა, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა,ხელოვნება.
9.პროექტის ფასილიტატორი  /ა. აბაშიძე/
10ფასილიტატორის ელფოსტა: avto1502@gmail.com